5 ივნისი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აჭარის კულტურის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ და კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას.
თანამშრომლობა ასევე მოიცავს ერთობლივი კვლევითი ღონისძიებების, კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობების ჩატარებასა და გამოცდილების გაზიარებას.
მემორანდუმი მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის.