ბსუ-ს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი კამილ ნორა ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი კამილ ნორა ეწვია. ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა კამილ ნორამ არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. დაიგეგმა ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება. ასევე ისაუბრეს ახალგახსნილი დასაქმების ფრანკოფონული ცენტრის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინტერნაციონალიზაციას, დასაქმებასა და სამეწარმეო უნარების განვითარებას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფრანგული ინსტიტუტის ლინგვისტური და საგანმანათლებლო სფეროს კოორდინატორი ქეთევან ქურციკიძე და ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარინე გიორგაძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა