ბსუ-ს ორდუს უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ორდუს უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. ორდუს უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ორჰან ბაში, სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, სულეიმან ერკამ სულაკი, სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სანიე ნურ ერგანი, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი ჰასან ჰუსეინ მუთლუ და ,,Erasmus+“-ის ინსტიტუციური კოორდინატორი სელინ იურდაკული ბსუ-ს რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს შეხვდნენ.

მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. დაიგეგმა ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელება, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის გაცვლითი პროგრამების ამოქმედება და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება. უახლოეს მომავალში ბსუ-ს დელეგაცია საპასუხო ვიზიტით ორდუს უნივერსიტეტს ეწვევა. შეხვედრის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ორდუს უნივერსიტეტის რექტორმა ორჰან ბაშიმ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილეები, დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე.

  

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა