„ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების მეორე საერთაშორისო გამოფენა“

სურათი

8-10 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სპორტის სასახლეში გამართულ „ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების მეორე საერთაშორისო გამოფენაში“ - „BATUMI BOOK & EDUCATİON 2024”

გამოფენაზე დამთვალიერებლები გაეცნობიან ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებს, სერვისებს, პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა ავტორობით გამოცემულ მონაოგრაფიებს და სახელმძღვანელოებს.  8 მარტს, 11:00 საათზე  საგამოფენო სივრცერში ასევე შედგება ბსუ-ს პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება ბსუ-ს გაცვლითი პროგრამები და საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტები.

საერთაშორისო გამოფენის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, მიიღონ სრული ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამები.

„BATUMI BOOK & EDUCATİON 2024” -ში მონაწილეობას იღებს 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება, კერძოდ: უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულ-საგანმანათლებო ორგანიზაციები და ფონდები, წიგნის სადისტრიბუციო კომპანიები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები, ქართული კულტურის ცენტრები, უცხო ენის ცენტრები.

გამოფენა კომპანია Expo Batumi–ის ორგანიზებით ტარდება.

  დანართი 1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა