ბათუმის ჟან მონეს ზამთრის სკოლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბათუმის ჟან მონეს ზამთრის სკოლა

„ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“

2024 წლის 20-24 თებერვალი – ბათუმი, საქართველო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწვევს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს ზამთრის სკოლაში „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“. ზამთრის სკოლა ტარდება ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპეიზაციის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.

ზამთრის სკოლის პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დადგენილ პოლიტიკურ კრიტერიუმებს, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მიმდინარე სამართლებრივ-პოლიტიკურ რეფორმებს და მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ევროკავშირის გაფართოების ისტორია - სამართლებრივი ჩარჩო, გადაწყვეტილების მიღების პროცესები და ძირითადი აქტორები;
  • კოპენჰაგენის კრიტერიუმები (პოლიტიკური კრიტერიუმები): ინსტიტუტების სტაბილურობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობათა პატივისცემასა და დაცვას;
  • საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას ასოცირების ხელშეკრულებები ევროკავშირთან: სამართლებრივი და პოლიტიკური რეფორმები;
  • დარგობრივი ევროპეიზაცია: ევროკავშირი და საჯარო პოლიტიკა კანდიდატ ქვეყნებში;
  • პოლიტიკური პოლარიზაცია, ინსტიტუტები, არჩევნები, პოლიტიკური პარტიები და ევროინტეგრაცია კანდიდატ ქვეყნებში;
  • მართლმსაჯულების სისტემის ევროპეიზაცია და კანონის უზენაესობა;
  • ანტიკორუფციული პოლიტიკა: სამართლებრივი საფუძვლები და ევროპეიზაცია;
  • საჯარო ადმინისტრაციის ევროპეიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ევროინტეგრაცია;
  • გამოხატვის თავისუფლება, მედია, ადამიანის უფლებათა დაცვა და ევროინტეგრაცია;
  • სამოქალაქო საზოგადოების როლი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპული ინტეგრაციის პროცესში;
  • ათი ყველაზე გავრცელებული მითი ევროკავშირის შესახებ, რუსული პროპაგანდა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ;
  • გამოცდილების გაზიარება: დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და თურქეთი;
  • გამოცდილების გაზიარება: საქართველო, მოლდოვა და უკრაინა;
  • სხვა დაკავშირებული თემები;

ზამთრის სკოლა გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (რუსთაველი/ნინოშვილის ქ. 32/35, ბათუმი, საქართველო).

ზამთრის სკოლის ხელმძღვანელია მალხაზ ნაკაშიძე - ჟან მონეს პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ლექციებს ასევე წაიკითხავენ პროფესორები უკრაინიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, სხვა ქვეყნებიდან.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის უნივერსიტეტების სტუდენტები. ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საფეხურის სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ევროპული კვლევების, საჯარო მმართველობის ან მასთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამის სტუდენტი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • იყოს მოტივირებული და დაინტერესებული სკოლის სასწავლო პროგრამით.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • Curiculum Vitae (CV);
  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვისა);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2024 წლის 31 იანვარი;

გთხოვთ, გამოაგზავნოთ საბუთები ელექტრონული ფოსტის მისამართზე: jeanmonnetbsu@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ „ბათუმის ჟან მონეს ზამთრის სკოლა“.

კანიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: 1) წარმოდგენილი განაცხადებების განხილვა; 2) გასაუბრება; შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 2024 წლის 10 თებერვლისა.

ზამთრის სკოლის პროგრამა მოიცავს ლექციებს/სემინარებს, დისკუსიებს, პრეზენტაციებს, პრაქტიკის განხილვას. ზამთრის სკოლის დეტალური პროგრამა მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ზამთრის სკოლაში ორგანიზატორი უზრუნველყოფს კვებას (ლანჩი), უფასოდ განთავსებას უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში, ხოლო მგზავრობის დაფინანსება მონაწილეს ეკისრება.

ზამთრის სკოლის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ჟან მონეს საერთაშორისო სერთიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე jeanmonnetbsu@gmail.com და ეწვიეთ ჟან მონეს კათედრის ვებგვერდს: http://jeanmonnetchair.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა