11 ნოემბერი 2023 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა მკვლევრებს პროფესიული დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისათვის მადლობის სიგელები გადასცა. ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა გალინა მეფარიშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,მცენარეთა დაავადებების კვლევის თანამედროვე მდგომარეობა“. მსოფლიო მეცნიერების საერთაშორისო დღეს 2001 წლიდან UNESCO-ს ეგიდით აღნიშნავს და მიზნად ისახავს მეცნიერების უახლესი განვითარების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებასა და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას.
ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ ბსუ-ს მკვლევრებს:
-
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი - პროფესორი ვლადიმერ ბალაძე
-
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - პროფესორი ასიე ცინცაძე
-
იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - პროფესორი სოლომონ მენაბდიშვილი
-
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი - პროფესორი მაია ვანიძე
-
ტექნოლოგიური ფაკულტეტი - პროფესორი ენვერ ხალვაში
-
ტურიზმის ფაკულტეტი - ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ბახტაძე
-
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასისტენტ პროფესორი გურამ ჩხატარაშვილი
-
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი სულხან მამულაძე
-
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი გულნარა ვერულიძე
-
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი გალინა მეფარიშვილი