სასწავლო პროცესის განახლება

სურათი

ძვირფასო სტუდენტებო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გილოცავთ სწავლის დაწყებას,  გისურვებთ წარმატებებს და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას!

ბსუ-ში  სასწავლო პროცესი განახლდება 2 ოქტომბერს, 09:00 საათზე.

პირველკურსელებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ბსუ-ს რექტორთან და ფაკულტეტების დეკანებთან გაიმართება შემდეგი განრიგით:

  1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: 10:00  საათი, I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი - ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია, სლავური ფილოლოგია, თურქოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია;
  1. ტექნოლოგიური ფაკულტეტი - 10:00 საათი, I კორპუსი, III სართული, 55-ე აუდიტორია - მშენებლობა, არქიტექტურა, ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტინჟინერია, ნავთობისა და გაზის ინჟინერია, აგრარული ტექნოლოგიები;
  1. ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი - 11:00 საათი, I კორპუსი, III სართული, 55-ე აუდიტორია  - მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, ფიზიკა, სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა;
  1. ტურიზმის ფაკულტეტი: 11:00 საათი, I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი - ტურიზმი;
  1. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 12:00 საათი, I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი - ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა;
  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი -12:00 საათი, I კორპუსი, III სართული, 55-ე აუდიტორია - ბიოლოგია, ქიმია, ეკოლოგია, გეოგრაფია, მედიცინა, სტომატოლოგია, ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია;
  1. იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 13:00 საათი, - I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი - სამართალმცოდნეობა, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა და საჯარო მმართველობა;

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა