„ვებომეტრიქსის“ კვლევებით ბსუ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების რეიტინგის ხუთეულშია

სურათი

„ვებომეტრიქსის“ კვლევების მიხედვით, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ხუთეულშია.

ორგანიზაცია იკვლევს უნივერსიტეტების სამეცნიერო წარმატებას, ღიაობას და მათი ონლაინ-რესურსების გავლენიანობას. სამეცნიერო კრიტერიუმები ითვალისწინებს უნივერსიტეტის აკადემიური პუბლიკაციების ციტირებას საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში. „ვებომეტრიქსი“ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგებს წელიწადში ორჯერ იკვლევს და მოიცავს 31 ათასამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას 200-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/cDOR4


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა