ბსუ-ს კურსდამთავრებულთა გამოშვება -2023

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების 86-ე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მანტიებში გამოწყობილ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ და ფაკულტეტების დეკანებმა სწავლის დასრულება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სერტიფიკატები გადასცეს. ბსუ წელს ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის 1150-მდე სტუდენტმა დაამთავრა. ღონისძიებაზე უნივერსიტეტის  წარჩინებით დასრულებისა და სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის 200-ზე მეტ სტუდენტს სერტიფიკატი გადაეცა.

ღონისძიების ფარგლებში, ჯანდაცვის მიმართულების თეთრ ხალათებში გამოწყობილმა კურსდამთავრებულებმა ტრადიციულად, ექიმის ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს.

კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოშვების ცერემონია ქუდების ასროლით, ფოიერვერკის გაშვებითა და „თამადის“ კონცერტით დასრულდა. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ასევე ბსუ-ს ბენდმა „OFF SIDE".


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა