„ერაზმუს+“-ის პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სურათი

„ერაზმუს+“-ის პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანია, გაზარდოს დამსწრე საზოგადოების ცნობიერება საგანმანათლებლო სისტემაში მრავალფეროვანი ჯგუფების წარმომადგენელი სტუდენეტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობისა და თანამონაწილეობისთვის თანასწორი პირობების შექმნის მნიშვნელობაზე.  მრავალმხრივი მიდგომა ითვალისწინებს ინკლუზიური განათლების პრაქტიკის დანერგვას, განვითარებასა და გათვალისწინებას უმაღლესი განათლების ყველა ეტაპზე, როგორც ფორმალურ განათლებაში, ისე ექსტრაკურიკულურ აქტივობებში.

შევხედრის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში და მათ შორის ბსუ-ში სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული ახალი აკადემიურ კურსების/მოდულების და მოკლე სატრენინგო პროგრამების მომზადების შესახებ. ასევე მათ საშუალება მიეცემათ, გაეცნონ და გაწევრიანდნენ ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ ქსელში, რომელიც სკოლების, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების ურთიერთანამშრომლობით ფუნქციონირებს.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება ფართომასშტაბიანი დისემინაციის პროგრამა, რომლის ძირითადი მიზანია დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინოს პროექტის შედეგები და დაგეგმოს სამომავალო თანამშრომლობა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან.

პროექტი „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ „ერაზმუს+“-ის Capacity Building in Higher Education (CBHE) მხარდაჭერით 2020 წლიდან ხორციელდება და 2023 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის განხორცილებას კოორდინაციას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი.

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტები (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ), ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტი (UTBv); Univerzita Palackeho v Olomouc (PUO); ვარშავის უნივერსიტეტი (UW), მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტი (UMR) და საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები (განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), მარიანი, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა