ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის 30 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის 30 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა ღონისძიებაზე ფაკულტეტის მიღწევებსა და ისტორიაზე ისაუბრა. ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა ფაკულტეტს იუბილე მიულოცა და იურიდიული მიმართულების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის  უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო - შოთა რუსთველის სახელობის მედალი გადასცა. ფაკულტეტს საიუბილეო თარიღი მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, კურსდამთავრებულებმა, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბიზნეს სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.

საიუბილეო საღამოზე იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა ფაკულტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადასცა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტნიორი ქართული და უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლბლებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და თანამშრომლებს.

სტუდენტთა პირველი ნაკადი ბსუ-ს სამართლის პროგრამაზე 1991 წელს ჩაირიცხა და ამჟამად, ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის კურდსდამთავრებულთა რაოდენობა 3 000 აღემატება, რომელთაგან 400 სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდა. ბსუ-ს სამართლის პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ფაკულტეტს უკვე ათობით საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს და ინტენსიურად არის ჩართული საერთაშორისო აქტივობებში.

24-25 ივნისს უნივერსიტეტი უმასპინძლებს ბსუ-თან პარტნიორობით ორგანიზებულ, იუბილისადმი მიძღვნილ საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების (ICON•S საქართველოს) სამეცნიერო კონფერენციას „თანამედროვე საჯარო სამართლის გამოწვევები".

კონფერენციაში მონაწილეობს 100-ზე მეტი მომხსენებელი ქართული და უცხოური უნივერსიტეტიდან, გაიმართება 4 პლენარული სესია მოწვეულ უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად, 24 თემატური პანელური სესია, წიგნის პრეზენტაცია და წიგნების გამოფენა.

კონფერენცია იმართება ბათუმის შოთა რუსთავერლის სახელმიწფო უნივერსიტეტის, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ICON•S საქართველო არის გლობალური აკადემიური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში გასული წლიდან ჩამოყალიბდა და აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის, მათ შორის ბსუ-ს აკადემიურ პერსონალს. ICON•S-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სამართლის განვითარებას საქართველოში, კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციას და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა