საერთაშორისო კონფერენცია „ევროინტეგრაცია და სურსათის ლაბორატორიული კვლევის გამოწვევები“ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამდღიან საერთაშორისო კონფერენციას „ევროინტეგრაცია და სურსათის ლაბორატორიული კვლევის გამოწვევები“ მასპინძლობს. სამი დღის განმავლობაში გაიმართება სამეცნიერო, თეორიული და პრაქტიკული კვლევების განხილვა და თემატური დისკუსიები. კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია: ბიოუსაფრთხოება - გარემოსა და სურსათის უსაფრთხოება, ლაბორატორიული საქმიანობა - სურსათის ლაბორატორიული კვლევები, სამართალმცოდნეობა - სურსათის უვნებლობის სამართლებრივი საფუძვლები, ბიზნესი - სურსათის კვლევის ლაბორატორიული ბაზარი.

კონფერენცია მიზნად ისახავს, შესაბამისობა დაადგინოს ერთი მხრივ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და საქართველოს კანონმდებლობას შორის და, მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და სურსათის ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობებს შორის.

საერთაშორისო კონფერენცია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს   „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ ორგანიზებით  და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით იმართება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა