ბათუმის სპორტულ ცენტრთან მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის სპორტულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და სპორტული ცენტრის დირექტორმა უჩა აბრამიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთობის განმტკიცებას და თანამშრომლობას განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში. სპორტული ცენტრის ინიციატივითა და  ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურად დაუცველი და სტიპენდიატი სტუდენტები ისარგებლებენ უფასოდ  ყველა სპორტული აქტივობებით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა