ბსუ-ს 22 სტუდენტი „Erasmus+“-ის ფარგლებში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 22 სტუდენტი „Erasmus+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრება. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში განათლებას მიიღებენ გერმანიის, ესპანეთის, რუმინეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიისა და თურქეთის უნივერსიტეტებში. ბსუ-ს რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე „Erasmus+“-ის პროექტში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდნენ, პროექტში გამარჯვება მიულოცეს, სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

  • დათო  ბოლქვაძე - მიუნსტერის უნივერსიტეტი, გერმანია
  • თამუნა მახარაძე - მიუნსტერის უნივერსიტეტი, გერმანია
  • სალომე აბულაძე - ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია
  • ნინო ბერიძე - მურსიის  კათოლიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი
  • ქეთევან არძენაძე - ვიგოს უნივერსიტეტი, ესპანეთი
  • ირაკლი სურმანიძე - სუჩაევას უნივერსიტეტი, რუმინეთი
  • ლინეტა მსხალაძე - კოიმბრას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, პორტუგალია
  • ანანო ვერძაძე -  ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტი, საბერძნეთი
  • მილენა გულაბერიძე  - რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტი, ბულგარეთი
  • სერგი ვერძაძე - პან ევროპული უნივერსიტეტი, სლოვაკეთი
  • დიანა ცინცაძე - პან ევროპული უნივერსიტეტი, სლოვაკეთი
  • დიანა მახაჭაძე - პან ევროპული უნივერსიტეტი, სლოვაკეთი
  • ნატა ჩიკვაიძე - პან ევროპული უნივერსიტეტის, სლოვაკეთი
  • ანდრია სიმონიშვილი - ვროცლავის უნივერსიტეტი, პოლონეთი           
  • სესილი გათენაძე - სილეზიის უნივერსიტეტი, პოლონეთი
  • ირაკლი კუჭავა - ვროცლავის უნივერსიტეტი, პოლონეთი
  • ქეთი მამალაძე - დაუგავპილსის უნივერსიტეტი, ლატვია
  • ნინო მიქელაძე - დაუგავპილსის უნივერსიტეტი, ლატვია
  • ნინო ვარშანიძე - დაუგავპილსის უნივერსიტეტი, ლატვია
  • მარიამ ცეცხლაძე - ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი, ლიეტუვა
  • სოსო დარჩია - მიკოლას რომერის უნივერსიტეტი, ლიეტუვა
  • ქეთევან ბოლქვაძე - მუგლას უნივერსიტეტი, თურქეთი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა