„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი კოიმბრას პოლიტექნიკური უნივერსიტეტისა და დაუგავპილსის უნივერსიტეტისთვის

სურათი

ცხადდება  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+“-ის  გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ევროპის შემდეგ უნივერსიტეტებში:

  1. კოიმბრას პოლიტექნიკური  უნივერსიტეტი https://www.ipc.pt/ipc/    (პორტუგალია) ინგლისური ენის დონე  მინიმუმ (B1)

მიმართულებები:

  • ბიზნესი;
  • კომპიუტერული მეცნიერებები;
  • სოფლის მეურნეობა.

სასწავლო კურსები იხილეთ ბმულზე: https://www.ipc.pt/ipc/en/oferta-formativa/

ადგილების რაოდენობა (1)

  1. დაუგავპილსის უნივერსიტეტი https://du.lv/en/home/ (ლატვია) განმეორებითი გამოცხადება

ინგლისური ენის დონე (B2)

მიმართულებები:

ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის:

  • ინგლისური ფილოლოგია;
  • რუსული ფილოლოგია;

მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის:

  • ინგლისური ფილოლოგია;
  • რუსული ფილოლოგია;
  • გარემოს დაგეგმარება;
  • ბიოლოგია.

ადგილების  რაოდენობა (2)

სასწავლო კურსები იხილეთ დანართში 1.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც :

1. გავლილი აქვთ ტესტირება ინგლისურ ენაში მინიმუმ (B1) ა. წ. 11  ნოემბერს და გადალახეს დადგენილი ბარიერი ან

2. ფლობენ უცხო ენის საერთაშორისო სერტიფიკატს - ინგლისური ენა - B1/B2 დონე ან

3. წარმატებით გაივლის ტესტირებას ინგლისურ ენაში 2022 წლის 25 ნოემბერს.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
  • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  • მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ,,ერაზმუს მუნდუსის“/,,ერაზმუს+“-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

საბუთები მაგისტრატურის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

 

 

პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:

დოკუმენტების მიღება -  2022 წლის 17 ნოემბერი  - 2022 წლის  23 ნოემბერი (18:00 საათამდე).

დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-2.php  და  ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.

ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში  რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა,  ტესტირების სასურველი ენა და დონე ( ინგლისური B1/B2) და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები გაერთიანებულ ერთი ფაილის სახით (ZIP)

საბუთების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

მეორე ეტაპი - ტესტირება უცხო ენაში -  2022 წლის 25 ნოემბერი

მესამე ეტაპი- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2022 წლის 25 ნოემბერი

სტიპენდია მოიცავს:

  • უფასო სწავლას;
  • თვიურ სტიპენდიას;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

 

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა