საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში - IV“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აჭარის ა/რ განათლების,   კულტურისა და   სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“  დაფინანსებით, 2022 წლის 2-4 დეკემბერს ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში - IV“ (პირველი კონფერენცია ჩატარდა 2009 წ.,  მეორე - 2014 წ., მესამე-2018 წ.)

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები: 1. მასობრივი კომუნიკაციებისა და მედიის კვლევები; 2. კორპუსლინგვისტიკა; 3. დიგიტალური ჰუმანიტარია; 4. ლინგვოკულტუროლოგიური კვლევები; 5. შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა; 6. საქართველო და გარესამყარო (ისტორია-არქეოლოგია); 7. ინტერკულტურული ფილოსოფიის ახალი პარადიგმები.

კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ და 2022 წლის 10 სექტემბრამდე მითითებულ ელფოსტაზე გადმოგვიგზავნოთ თანდართული განაცხადის ფორმა და მოხსენების აბსტრაქტი (არაუმეტეს 300 სიტყვისა).

ელფოსტა: humanities@bsu.edu.ge

მოთხოვნები აბსტრაქტის გაფორმებისთვის: მაქსიმუმ 300 სიტყვა, შრიფტი- Sylfaen, ზომა-12, ინტერვალი-1,5.

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები  განთავსდება სამეცნიერო ღია  ბაზაში და მიენიჭება ინდივიდუალური კოდი (DOI).

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და  ინგლისური

კონფერენციის სარეგისტრაციო თანხა: 100 ლ (ანგარიშის ნომერი გამოქვეყნდება მოხსენებების მიღების შემდეგ)

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, შერჩეული მოხსენებების სია და წინასწარი პროგრამა გამოქვეყნდება 10 სექტემბრის შემდეგ.

  განაცხადი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა