ბსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის არჩევნების გამოცხადების შესახებ

,,ბსუ-ს 2021-2022 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარის ცვლილების შესახებ’’ ბსუ-ს რექტორის  2021 წლის 01 ოქტომბრის Ν01-02/167 ბრძანების, ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის საშტატო ნუსხის (განრიგის) დამტკიცების შესახებ’’ ბსუ-ს რექტორის 2022 წლის  10 თებერვლის №01-10/10 ბრძანების,  ბსუ-ს  სტუდენტური თვითმართველობის საერთო კრების 2021 წლის 29 დეკემბრის №1 საოქმო გადაწყვეტილების და  ბსუ-ს  სტუდენტური თვითმართველობის დებულების მე-6 მუხლის მე-9-13 პუნქტების საფუძველზე:

  1. განისაზღვროს ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღი და ასარჩევ სტუდენტთა კვოტა ბსუ-ს ფაკულტეტების მიხედვით:

ა) ტექნოლოგიური ფაკულტეტი - 2022 წლის 10 ივნისი, კვოტა - 10 სტუდენტი;

ბ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 2022 წლის 10 ივნისი, კვოტა - 12 სტუდენტი;

გ) ტურიზმის ფაკულტეტი - 2022 წლის 10 ივნისი, კვოტა - 5 სტუდენტი;

დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი - 2022 წლის 10 ივნისი, კვოტა 22 სტუდენტი;

ე) ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი- 2022 წლის 10 ივნისი, კვოტა 17 სტუდენტი;

ვ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 2022 წლის 10 ივნისი, კვოტა 25 სტუდენტი;

ზ) იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი- 2022 წლის 10 ივნისი, კვოტა 12 სტუდენტი;

  1. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს (მისამართი ქ.ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. N32/35, მე-2 კორპუსი, პირველი სართული, ოთახი N117 ) 2022 წლის 18 მაისიდან - 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით, უქმე დღეების გარდა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე; (არჩევნების დღეს კენჭისყრა იწყება 10.00 საათზე და მთავრდება 17.00 საათზე).“
  2. კანდიდატმა რეგისტრაციის გასავლელად კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);

ბ) ცნობა შესაბამისი ფაკულტეტიდან - საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო წლისა და სემესტრის მითითებით;

გ) განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე (ივსება ადგილზე).

  1. ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეთხოვოს არჩევნებისთვის შესაბამისი ოთახების გამოყოფა, ხოლო  ფაკულტეტების დეკანებს -  ამომრჩეველთა (აქტიური საარჩევნო უფლების მქონე სტუდენტთა სია) სიების 2022 წლის 03 ივნისის ჩათვლით წარდგენა  საარჩევნო კომისიაში.
  2. განკარგულება განთავსდეს ბსუ-ს ფაკულტეტების საინფორმაციო დაფებსა და ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე (ველში განცხადებები/სტუდენტური ცხოვრება).
  3. განკარგულება გაეგზავნოს ბსუ-ს რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბსუ-ს ფაკულტეტების დეკანებსა და ბსუ-ს საარჩევნო კომისიას.
  4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა