„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამა ბსუ-ს სტუდენტებისთვის 2022-2023 სასწავლო წლისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ მონაწილეობის მიღებას ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერაზმუს+-ის გაცვლით პროგრამაში 2022-2023 სასწავლო წლისთვის ევროპულ უნივერსიტეტებში (იხილეთ დანართი 1 „პარტნიორი უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო პროგრამები“). გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
  • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  • მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
  • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

კონკურსის ეტაპები:

პირველი ეტაპი - დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-2.php და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge  2022 წლის 6 აპრილიდან - 2022 წლის 28 აპრილის ჩათვლით (15:00 საათამდე).

განცხადებაში რექტორის სახელზე (იხილეთ დანართი 2) სტუდენტმა უნდა მიუთითოს: საფეხური, სპეციალობა, ტელეფონის ნომერი, ელ - ფოსტა, ინგლისური/გერმანული ენის ტესტის დონე (B1/B2), სასურველი უნივერსიტეტის კონკურსში მონაწილეობა.

მეორე ეტაპი - ტესტირება/გამოცდა ინგლისურ/გერმანულ ენებში (B1/B2) – 2022 წლის 27 აპრილი

ტესტირების/გამოცდის გავლის ვალდებულებისგან  თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომლებიც ფლობენ უცხო  ენის საერთაშორისო სერტიფიკატს.

ტესტირების/გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში:

მესამე ეტაპი -  გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2022 წლის 29 აპრილი.

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 3 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

მაგისტრატურის სტუდენტთათვის:

  • ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 3 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

დოქტორანტურის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • მაგისტრატურის საფეხურის  დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან);
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე),
  • დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდა

შენიშვნა:

დაინტერესების წერილი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: Erasmus@bsu.edu.ge  არაუგვიანეს 2022 წლის 28აპრილისა.

მათი ატვირთვა ელექტრონული რეგისტრაციისას არ  არის სავალდებულო!

 VI სემესტრის დოქტორანტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ფაკულტეტის დეკანის მიერ მომზადებული ცნობა იმის შესახებ, რომ დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობით ამ დოქტორანტს უხანგრძლივდება ბსუ-ში სწავლის ვადა (უწევს სემესტრის ან სასწავლო წლის დამატება).

დოკუმენტების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

სტიპენდია მოიცავს:

  1. უფასო სწავლას;
  2. თვიურ სტიპენდიას;
  3. მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა,  ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3
  დანართი 4

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     
სიახლის გამოწერა