„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს სამართალმცოდნეობის მიმართულების აკადემიური პერსონალისთვის ბიალისტოკის უნივერისტეტში

სურათი

გამოცხადდა  კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულების აკადემიური პერსონალისთვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ბიალისტოკის უნივერსიტეტში (პოლონეთი). მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს  5  სამუშაო დღეს.

 ბიალისტოკის უნივერსიტეტის ვებ გვერდი - https://uwb.edu.pl/home   
მიმართულება - სამართალი;
საკონტაქტო პირი: Piotr Bialas - p.bialas@uwb.edu.pl

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.

სტიპენდია მოიცავს მგზავრობისა და დღიურ ხარჯებს და არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

 

რეგისტრაციის პერიოდი:  2022 წლის 4 აპრილი - 18 აპრილი, 18:00 საათი.

საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-1.php

და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge

     საბუთები:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
  • რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).

კონკურსის ეტაპები:

  1. საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
  2. გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2022 წლის 19 აპრილი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა