ბსუ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას იწყებს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და იწყებს საქველმოქმედო აქციას უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. აქცია ითვალისწინებს მედიკამენტებითა და სხვა საჭირო ნივთებით (მშრალი ტკბილეული - ჩურჩხელა, ჩირი), ჰიგიენური და ბავშვის მოვლის საშუალებები, თეთრეული, ტანსაცმელი და ა.შ. დახმარებას. ასევე, ფულად შემოწირულობას აღნიშნული საჭიროებების შესაძენად.

ნივთები შეგროვდება 4 მარტიდან ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ოფისში.

მისამართი: ბსუ, ნინოშვილის 35/რუსთაველის 32;

II კორპუსი, I სართული, ოთახი N 1;

საკონტაქტო პირები:

ლევან ტარიელაძე  - 577 17 70 29;  ელფოსტა: l.tarieladze@bsu.edu.ge 

გოჩა სურგულაძე - 593 40 93 98;  ელფოსტა: gocha.surguladze@bsu.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა