ბსუ-ში პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

სურათი

19 თებერვალს, 17:00 საათზე, პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ვებინარი ჩატარდება თემაზე: „ერთად ვებრძოლოთ პლაგიატს“. ვებინარის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ძირითადი სტრატეგიები, ტექსტის შექმნის პრინციპები და პლაგიატის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები.

მონაწილეები ნახავენ პლაგიატის პრევენციის შესახებ ,,Erasmus+“-ის პროექტის ფარგლებში ,,აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“  მომზადებულ ვიდეორგოლებს. 

ვებინარი ჩატარდება Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

ვებინარში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ბმული: 

https://bsu-edu-ge.zoom.us/j/8706518151?fbclid=IwAR3QySbDh4_Ff__jHr0GY39kxn-4y0sLyekGqgeVsBd80ReAb5xcQQJl2QM#success


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა