გამოცხადდა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსი

სურათი

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსს. მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობას.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია გაგრძელდება 15 ნოემბრის 16:00 საათამდე.

კონკურსის ძირითადი პირობები:

  • საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები;
  • კონკურსის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა;
  • გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი;
  • პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე;
  • ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს;
  • მაგისტრანტის სტიპენდია არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს;
  • დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.


დეტალური ინფორმაცია იხილეთ რუსთაველის  ფონდის ვებგვერდის ბმულზე


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა