ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში - ბსუ) აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის შესარჩევად.
  2. ბსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ შერჩეული ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინა ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს, რომელიც უფლებამოსილია კანდიდატურის წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
  3. ბსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ბსუ-ს პროფესორმა ან ასოცირებულმა პროფესორმა 4 წლის ვადით.
  4. დადგენილ ვადაში რეგისტრირებულ კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სამოქმედო გეგმების განხილვა აკადემიური საბჭოს მიერ დაიწყება 2021 წლის 06 აგვისტოს, 12:00 სთ-ზე, ხოლო არჩევნები (ფარული კენჭისყრა) ჩატარდება 2021 წლის 06 აგვისტოს, 14:00 სთ-ზე.
  5. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 28 ივლისიდან 2021 წლის 03 აგვისტოს ჩათვლით, ბსუ–ს საარჩევნო კომისიაში (ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. N32/35, პირველი კორპუსი, ოთახი N13), შაბათ–კვირისა და უქმე დღეების გარდა, 10 სთ–დან 16 სთ–მდე.
  6. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:

ა) კანდიდატის სარეგისტრაციო განცხადება (შევსებული ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2021 წლის 27 ივლისის დადგენილების N1 დანართის შესაბამისად);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) ბსუ–ს მიერ გაცემული ცნობა კანდიდატის მიერ დაკავებული ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის შესახებ (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი).

ე) 1 ცალი ფოტოსურათი, ზომით 3/4-ზე;

ვ) სამოქმედო გეგმა;

ზ) უმაღლესი განათლების (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლი;

თ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც ამავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადაა 15 კალენდარული დღე, აღნიშნულიდან გამომდინარე საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ცნობა უნდა იყოს მოქმედი).

დადგენილება 06-01/65


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა