საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

სურათი

„სამი წელი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობისა უფრო ძლიერი იყო თავისი განცდის ინტენსიურობით, ვიდრე ჩვენი მონობის ასი წელი“

კონსტანტინე გამსახურდია

 

26 მაისს, 14:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

 

კონფერენციის პროგრამა

 

კონფერენციის გახსნა - მერაბ ხალვაში, ასოცირებული პროფესორი,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

მისალმება - მარინე გიორგაძე, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანი

 

მომხსენებლები :

1. „პოლიტიკური ვითარება საქართველოში 1917 წლის მარტი - 1918 წლის თებერვალი“- ვახტანგ გურული, პროფესორი,  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი

2. „პოლიტიკური მოვლენები ბათუმის ოლქში (1917 წელი)“ -  ოთარ გოგოლიშვილი, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

3. „ბათუმის საზავო კონფერენცია და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა“- ჯემალ კარალიძე, ასოცირებული პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

4. „ეკლესია და სახელმწიფო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921 წლებში)“ - სერგო ვარდოსანიძე, პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის რექტორი

5. „საზოგადოებრივი ვითარება ქუთაისში საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებისას“ -  სულხან კუპრაშვილი , პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

6. „იოსებ გრიშაშვილი - რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მებრძოლი პოეტი“ -   ავთანდილ ნიკოლეიშვილი, პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

7. „ლიტერატურა და პოლიტიკა - 26 მაისი, 1918 წელი“ - მალხაზ ჩოხარაძე, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენცია გაიმართება შემდეგ ბმულზე - https://us02web.zoom.us/j/3871613018?status=success 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა