ჰარმონიული თანაცხოვრება მრავალფეროვან გარემოში

2020 წლის  21 მაისს, 12.00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი,  პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“, ფარგლებში ატარებს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „ჰარმონიული თანაცხოვრება მრავალფეროვან გარემოში“.

კონფერენციის მიზანია ახალგაზრდებში კულტურული ღირებულებების შესახებ ცოდნის გაღრმავება და კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობა მსოფლიოს ხალხთა ჰარმონიული ცხოვრებისათვის, რელიგიური, გენდერული და განსხვავებული შესაძლებლობების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებების და პატივისცემის კულტურის დამკვიდრება; თანასწორობის და ტოლერანტობის მნიშვნელობის, სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი და აღნიშნულ თემებზე მსჯელობა.

კონფერენცია იმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით.

საკონფერენციო ნაშრომი უნდა მოიცავდეს აღნიშნული კონფერენციის თემატიკას და შეესაბამებოდეს მიზანს. საკონფერენციო მოხსენება და ინფორმაცია ავტორ(ებ)ის (მომხსენებელი) და ხელმძღვანელის შესახებ 2020 წლის 16 მარტამდე გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: mikheil.donadze@bsu.edu.ge.

2020 წლის 04 აპრილამდე საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს საუკეთესო მოხსენებებს და ელექტრონული ფოსტით მიიღებთ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ.

კონფერენციის ჩატარების ადგილი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი, პირველი კორპუსი, მე-3 სართული, ნინოშვილის ქუჩა 35.

საკონტაქტო პირები:

ნატო შეროზია ტელეფონი: 577173707,  ელ.ფოსტა: sherozia1966@gmail.com

ნანი მამულაძე ტელეფონი: 577141056,  ელ.ფოსტა: nanamamuladze@mail.ru

მიხეილ დონაძე ტელეფონი: 577179713, ელ.ფოსტა: mikheil.donadze@bsu.edu.ge

რეგისტრაციის ბმული


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა