შეხვედრა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე

სურათი

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი თეონა დიასამიძე,  ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარე ნატალია ძიძიგური, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის  სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. ღონისძიება მიზნად ისახავდა ბათუმში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხებისა და ამ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობის განხილვა.

შეხვედრა სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფისა და ბათუმის საკრებულოს წევრების ინიციატივით გაიმართა.

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის” და „ფრიდრიხ ებერტის ფონდის” თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის შედეგად შეიქმნა და მის შემადგენლობაში შედიან ბსუ-ს სტუდენტები: გია ჩხაიძე, რუსუდან გოგიავა და ხათუნა ვაშაყმაძე. საინიციატივო ჯგუფი ახორციელებს სტუდენტთა სამოქმედო პროექტს, რომელიც ბათუმში ინფრასტრუქტურული პროექტების და მათი საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა