შიდა აუდიტის სამსახური

შიდა აუდიტის სამსახურის მიზნები და ამოცანები:

  • უზრუნველყოფს  უნივერსიტეტის საქმიანობისა და მართვის პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობას;
  • უნივერსიტეტის საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართული დამოუკიდებელი, ობიექტური და საკონსულტაციო საქმიანობის წარმართვა, რომელიც აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას;
  • უნივერსიტეტში სამსახურებრივი გადაცდომის პრევენცია.

სამსახურის ფუნქციებია:

  • უნივერსიტეტის   საქმიანობაში   არსებული  ან  მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზების, რისკების შესახებ წერილობითი მოსაზრებების განხილვა, დადგენა  და შეფასება; მათი პრევენციის მიზნით რექტორის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის რეკომენდაციების წარდგენა და შესაბამისი დავალების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;
  • უნივერსიტეტის მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასება, ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის უნივერსიტეტის საქმიანობის მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი და მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • უნივერსიტეტის  საქმიანობაში  კანონმდებლობისა და საუნივერსიტეტო სამართლებრივი აქტების  მოთხოვნათა  დაცვასა  და შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების  ანალიზი და მათი პრევენცია;
  • უნივერსიტეტში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა  რაციონალური  გამოყენების  უზრუნველყოფის  მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა;
  • უნივერსიტეტის    სისტემაში    პერსონალის   მიერ    სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მონიტორინგის ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  • უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა;
  • უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში (ფინანსების ნაწილში) დასკვნის შედგენა, ხოლო გეგმების დამტკიცების შემთხვევაში, ბსუ-ს შესაბამის სტრუქტურასთან ერთად, შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამუშაო დატვირთვით (ლექცია–სემინარები, პრაქტიკული და ლაბორატორიული და სხვა) განსაზღვრული საათების, მათი განაწილებისა და ჯგუფებში სტუდენტთა ზღვრული ოდენობების ბსუ-ს სამართლებრივი აქტებთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელება; 
  • აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამუშაო დატვირთვის (ლექცია–სემინარები, პრაქტიკული და ლაბორატორიული და სხვა) შესრულების მონიტორინგის განხორციელება (დატვირთვის განსაზღვრის შესახებ რექტორის ბრძანების, საგანმანათლებლო პროგრამის, სასწავლო გეგმის, დამტკიცებული სასწავლო ცხრილების ან/და სხვა აქტების გათვალისწინებით);
  • ადმინისტრაციული, სამეცნიერო და დამხმარე პერსონალის სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილიდან გასვლის მონიტორინგის განხორციელება, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი სამუშაო განრიგის გათვალისწინებით;
  • სამსახურებრივი  შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, აუდიტის მასალების სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნის შესახებ წინადადების რექტორის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის  მომზადება;
  • აუდიტორული  დასკვნის  შედგენა და რექტორისათვის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
  • სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი;  
  • მაკონტროლებელი ორგანოების მიერ უნივერსიტეტისათვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისგან;
  • სამსახურის კომპეტენციის  ფარგლებში,  საქართველოს კანონმდებლობით ან/და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სამსახურის უფროსი - ზურაბ დარჩიძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 577 54 81 41

ელ. ფოსტა: zdarchidze@gmail.com

მისამართი: ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი I, პირველი სართული, ოთახი N16.

  დებულება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა