ბსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) უფროსების შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია

  1. 2019 წლის 20 მაისს გამოცხადდეს ღია კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,ბსუ“)      დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების (ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის;  აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის  და    ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის) სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) უფროსების                თანამდებობების დასაკავებლად.
  2. საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 4 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით, 10 საათიდან 16 საათამდე, (უქმე დღეების გარდა), ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, პირველი კორპუსი, ოთახი N13 (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - saarchevnokomisia@bsu.edu.ge).
  3. კონკურსი ჩატარდება (ბსუ-ს თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული იქნეbა შესაბამისი განყოფილებების უფროსების კანდიდატურები და წარედგინება შესაბამისი ინსტიტუტის დირექტორს დასამტკიცებლად) 2019 წლის 11 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით.
  4. ბსუ-ს თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული განყოფილებების უფროსების კანდიდატურები, შესაბამისი ინსტიტუტის დირექტორის მიერ დამტკიცების შემთხვევაში წარედგინება ბსუ-ს რექტორს არაუგვიანეს 2019 წლის 14 ივნისისა და გამოიცემა ბრძანება გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულების (2024 წლის 12 ივნისამდე ვადით) გაფორმების თაობაზე.
  5.  ღია კონკურსის შედეგები (გამარჯვებული კონკურსანტების შესახებ ინფორმაცია) გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე - www.bsu.edu.ge) არაუგვიანეს 2019 წლის 14 ივნისისა.
  6. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების) უფროსის                თანამდებობაზე შესაძლებელია არჩეული იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისათვის  ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილებით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ:
    1. ბსუ-ს მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება  და  აკმაყოფილებს შემდეგ დამატებით პირობებს:

ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს ან მიღებულია დასაბეჭდად ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილებაზე თანდართული კლასიფიკატორის 2.2, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.5  ან  3.2 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.2 ან 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული ან მონაწილეობს კლასიფიკატორის 4.2, 4.3, 4.4 ან ბოლო 2 წლის განმავლობაში - 4.5 პუნქტებით განსაზღვრულ ერთ-ერთ სამეცნიერო აქტივობაში;

დ) აქვს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის/ უფროსი მეცნიერ თანამშრომლის ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის  გამოცდილება.

  1. ბსუ-ს მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს 6.1. ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.1,  2.4   (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან  3.1  ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.1 ან 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) ბოლო 3 წლის განმავლობაში  მონაწილეობა აქვს მიღებული ან მონაწილეობს  კლასიფიკატორის 4.1 ან 4.2 პუნქტებით განსაზღვრულ სამეცნიერო აქტივობებში;

დ) ბოლო 10 წლის განმავლობაში შესაბამისი მიმართულებით ხელმძღვანელობდა დოქტორანტს/დოქტორანტებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ დოქტორის აკადემიური ხარისხი;

ე) თანამშრომლობს უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან (უცხოეთის უნივერსიტეტებთან/სამეცნიერო ცენტრებთან ერთობლივი სასწავლო ან სამეცნიერო პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობა, სტიპენდია/სტაჟირება და სხვ.);

ვ) აქვს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის  გამოცდილება.

  1. ბსუ-ს უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 5 (ხუთი) წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ  პირობებს:

ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3,  2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6  ან  3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული ან მონაწილეობს კლასიფიკატორის 4.6  პუნქტებით განსაზღვრულ სამეცნიერო აქტივობებში;

 დ) აქვს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის/მეცნიერი თანამშრომლის ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასოცირებული პროფესორის/ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

  1. კონკურსანტი ვალდებულია საარჩევნო კომისიაში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) გცხ კონკურსში მონაწილეობის შესახებ (შედგენილი თანდართული ფორმის შესაბამისად);

ბ) კონკურსანტის ანკეტა (შედგენილი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);

ე) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);

ზ) ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესით მოთხოვნილი, ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;

თ) შესაბამისი განყოფილების სამეცნიერო კვლევის კონცეფცია.

  1.  ბსუ-ს წესდების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთავლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“  ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილების, ,,ბსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) უფროსების შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ“’ ბსუ-ს რექტორის ბრძანების გაცნობა და კონკურსანტთა განცხადებისა და ანკეტის ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდიდან -  www.bsu.edu.ge (კონკურსების ველიდან).

საფუძველი: ბსუ-ს რექტორის 2019 წლის 20 მაისის N01/02/73 ბრძანების დანართი N2

  კონკურსანტის ანკეტა
  კონკურსანტის განცხადება
  სამეცნიერო პერსონალის კლასიფიკატორი
  სამეცნიერო პერსონალის კონკურსის წესი
  ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დებულება
  ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დებულება
  აგრარული და მემბრაული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დებულება
  ღია კონკურსის მონაწილე კონკურსანტები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა