ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული სტანდარტების ახალი სტუდენტური საცხოვრებელი ოფიციალურად გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური საცხოვრებელი  რექტორმა მერაბ ხალვაშმა და აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ოფიციალურად გახსნეს. გახსნის ცერემონიას აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ევროპული სტანდარტების, 200 მობინადრეზე გათვლილი, ოთხსართულიანი სტუდენტთა საცხოვრებელი ბათუმში, ლეონიძის ქ. #15-ში მდებარეობს და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. შენობა ძირითადად 2 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი სველი წერტილებითა და სამზარეულოთი.

სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია  ადაპტირებული ბლოკები.

მშენებლობისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც ნაწილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ბიუჯეტიდან პროგრამული დაფინანსებით  ჩაირიცხა.

მწვანე კონცხზე მდებარე სტუდენტთა ძველი საერთო  საცხოვრებელი მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში გაიხსნა, იყო არასტანდარტული, ამორტიზირებული, მოძველებული ინფრასტრუქტურის შენობა, საერთო სარგებლობის სანიტარული კვანძებით,  წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების არაცენტრალიზირებული სისტემით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა