ბსუ-ს ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის დირექტორის არჩევნების გამოცხადების შესახებ

1. გამოცხადდეს არჩევნები ბსუ-ს ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის 4 წლის ვადით დასაკავებლად.

2. ბსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) სამოქმედო გეგმა.

3. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ–ს საარჩევნო კომისიაში (ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. #35, ოთახი #13), 2019 წლის 11 თებერვლიდან 2019 წლის 19 თებერვლის  ჩათვლით, 10 სთ-დან 16 სთ-მდე.

4. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადო წესით დამოწმებული ასლი;

გ) 2 ცალი ფოტოსურათი, ზომით ¾;

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე) სამოქმედო გეგმა;

ვ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ინფორმაცია შრომითი საქმიანობის შესახებ.

5. ბსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორის არჩევნები ჩატარდეს 2019 წლის 20-დან 26 თებერვლის ჩათვლით პერიოდში (ზუსტი თარიღი განთავსდეს ბსუ-ს ვებგვერდზე ერთი დღით ადრე, აკადემიური საბჭოს სამდივნოს მიერ).

6. ბსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორის არჩევნებამდე ბსუ-ს აკადემიური საბჭო მოისმენს თითოეული კანდიდატის სამოქმედო გეგმას.

დადგენილება


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა