საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ჩვენი სულიერების ბალავარი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქრისტიანული კვლევის ცენტრისა და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების ორგანიზებით გაიხსნა რიგით მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ჩვენი სულიერების ბალავარი“. ორი დღის განმავლობაში ქართველი, რუსი, სომეხი მკვლევრები და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები 41 მოხსენებას წარმოადგენენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაზე, ქრისტიანული სარწმუნოების წიაღში განვითარებულ კულტურასა და ხელოვნებაზე, ეთნიკურ და რელიგიურ ტოლერანტობაზე, კულტურათა დიალოგზე, სწავლებასა და აღზრდაზე. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებები კრებულის სახით უკვე დაიბეჭდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა