სტუდენტურმა თვითმმართველობამ რიგით მეექვსე თავმჯდომარედ ზურაბ მესხიძე აირჩია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ რიგით მეექვსე თავმჯდომარედ ზურაბ მესხიძე აირჩია. სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეობისთვის თავდაპირველად ოთხი კანდიდატი: ლევან დუაძე, გულო თურმანიძე, ზურაბ მესხიძე და გოჩა სურგულაძე იბრძოდა. გულო თურმანიძემ და ლევან დუაძემ საკუთარი კანდიდატურები გოჩა სურგულაძის სასარგებლოდ მოხსნეს. სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 87 წევრიდან სტუდენტური მოძრაობა "აპოლიტიკის" თავმჯდომარეს ზურაბ მესხიძეს 49 სტუდენტმა დაუჭირა მხარი, ხოლო სტუდენტური გაერთიანება "ალერნატივას" ხელმძღვანელს გოჩა სურგულაძეს - 38 ამომრჩეველმა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა