თანადაფინანსების გრანტები სტრატაპებისათვის

სურათი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ ბსუ-ში მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით  ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. GENIE-ი პროექტი ითვალისწინებს თანადაფინანსების გრანტების გაცემას სტარტაპებისთვის. საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი ორ მილიონ ლარს შეადგენს, მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს და მასში მონაწილეობა შეუძლიათ დამწყებ/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებს.  

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანადაფინანსების ვებგვერდზე:  http://www.grants.gov.ge

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა