დედაენის დღე

სურათი

დედაენის დღესთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფსორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. ღონისძიების მონაწილეებმა გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქცია და ქართული ენის დამცველის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქველმოქმედო აქციაში მიიღეს მონაწილეობა და წმ. ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა გადასცეს.

35 წლის წინ გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას წინ აღუდგა და საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება არ დაუშვა, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. 1990 წლიდან 14 აპრილი დედაენის დღედ აღინიშნება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა