ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2019

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს „ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2019-ის“ მონაწილეთა შესარჩევად. სკოლის მიზანია ქართველოლოგიით დაინტერესებული ახალგაზრდა ქართველი და უცხოელი კადრის მოზიდვა, მათი ცოდნის გაღრმავება, უახლესი ქართველოლოგიური სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაცია, სამეცნიერო საქმიანობის წარმართვის სტრატეგიათა გაცნობა, პროფესიულ უნარ-ჩვევათა განვითარება და ამაღლება.

პირველ ეტაპზე ცხადდება ქართველოლოგიურ ნაშრომთა კონკურსი, რომლის უმთავრესი ამოცანა ქართველოლოგიური თემატიკით დაინტერესებული ახალგაზრდების გამოვლენა და მათ შორის პროექტის მონაწილეთა შერჩევაა. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა ქართველოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით უნდა დაამუშავონ კონკრეტულ პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხები, შექმნან სამეცნიერო ან მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომი და მისი ელექტრონული ვერსია საორგანიზაციო ჯგუფს მიაწოდონ.

თემა უნდა შეირჩეს ქართველოლოგიური მეცნიერებების შემდეგი მიმართულებებიდან:

  • საქართველოს ისტორია (უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე);
  • ქართული ენა და მისი დიალექტები;
  • ქართული ლიტერატურა (XXI საუკუნის ლიტერატურულ პროცესებამდე);
  • საქართველოს არქეოლოგია;
  • ქართულ-ევროპული და ქართულ-აღმოსავლური კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობები;
  • ქართული ფოლკლორი და საქართველოს ეთნოგრაფია;
  • ქართული ფილოსოფიის ისტორია.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://www.tsu.ge/ge/research/institutes_centers/a15mvb0_jkq9b95jg//


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა