ევროკავშირის პროგრამის - „პროფესიული განათლება გადამზადება და დასაქმება/შრომის ბაზარი“ წარდგენა გაიმართა

სურათი

ევროკავშირის პროგრამის - „პროფესიული განათლება გადამზადება და დასაქმება/შრომის ბაზარი“ პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ხელისშემწყობი პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი დასაქმების ხელშემწყობი სერვისები და პროგრამები გააცნო. პროგრამის წარდგენას უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა