საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აღმოსავლეთ ევროპის მულტიკულტურული სივრცე“ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „აღმოსავლეთ ევროპის მულტიკულტურული სივრცე“ გაიხსნა. კონფერენციის მიზანია კულტურათშორისი დიალოგის, ურთიერთგავლენების, ენისა და ენობრივი პოლიტიკის, ლიტერატურის, თარგმანის, კულტურათა ურთიერთმიმართების წარსულისა და თანამედროვეობისა  და სხვა აქტუალური ინტერდისციპლინური კვლევითი ტენდენციების გამოკვეთა, გაანალიზება,  შეფასება და თანამედროვე მეთოდების ურთიერთგაზიარება. საერთაშორისო სესია ასევე ითვალისწინებს ახალგაზრდა მკვლევართათვის კვლევითი დიაპაზონის გაფართოებას, თანამედროვე მიმართულებებით სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობასა და პროფესიული ურთიერთკავშირის განვითარებას.
კონფერენცია ხელს შეუწყობს ინტერდისციპლინური კვლევების წარმოებას ენისა და კულტურის ახალი მიმართულებებით, კვლევითი მეთოდების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი კვლევების შესაძლებლობების დასახვასა და სამეცნიერო-შემოქმედებით დიალოგს.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ პროფესორები და მკვლევარები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, ნიუ იორკის უნივერსიტეტიდან (ჰანთერ კოლეჯი), თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ვირჯინიის უნივერსიტეტიდან, იონიის კორფუს უნივერსიტეტიდან, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან,  რუმინეთის უცხო ენების ინსტიტუტიდან, რიზეს რეჯებ ტაიპ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტიდან, აზერბაიჯანის უნივერსიტეტიდან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან, რუმინეთის უნივერსიტეტიდან, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტიდან, სტამბულის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრიდან და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან.

ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აჭარის კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა