გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბრანდენბურგის მიწის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი

სურათი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბრანდენბურგის მიწის პარლამენტის მეცნიერების, კვლევისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე იენს ლიპსდორფი, ქალაქ კოტბუსის თავისუფალ დემოკრატთა პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე, განათლების, სკოლების, სპორტისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე სილკე ლუთერთი და თავისუფალ დემოკრატთა პარტიის წევრი მაიკე ჰოლთში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ალიოშა ბაკურიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი მასალკინთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ედიშერ ჩავლეიშვილთან, ფაკულტეტების დეკანებთან და ადმინსტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა თანამშრომლობის მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე, პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, გადამზადებასა და სტაჟირებაზე. იგეგმება რეგიონში ქართულ-გერმანული პროფესიული სასწავლებლის გახსნა და ენების ცენტრის დაფუძნება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა