ბსუ-ში ტრენინგი „დისკურსის ხელოვნება, როგორც საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტური იარაღი’’ ჩატარდა
24-25 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „დისკურსის ხელოვნება, როგორც საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტური იარაღი’’. ტრენინგს უძღვებოდა ფრანკოფონიის სააგენტოს ტრენერი, სამეცნიერო ექსპერტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ გაგოშიძე. სტუდენტები გაეცნენ ზეპირი თუ წერითი დისკურსების ზემოქმედების საკითხს, დისკურსის ხელოვნების, როგორც სამეცნიერო დარგის გაჩენისა და განვითარების ისტორიას, მოისმინეს ცნობილი პოლიტიკური, მენეჯერული და კინომატოგრაფიული დისკურსები; ახალგაზრდებმა ასევე იმსჯელეს ყურადღების მოსაზიდ სარეკლამო-მარკეტინგულ და ჟურნალისტურ ხერხებზე, რის შედეგადაც, ტრენერის მიერ მიწოდებული ამოცანის მიხედვით, შექმნეს და დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს საკუთარი გამოსვლები.