გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი უნივერსიტეტს ეწვია

სურათი

თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი ბათუმის შოთა რუსთაველის სხელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი უნივერსიტეტის  რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ხალვაშს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე ნათია წიკლაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები და საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამარ მაჭუტაძე. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დაიგეგმა ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების, საზაფხულო სკოლებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა