ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა

სურათი

სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის, სტუდენტური თვითმმართველობის, სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელშეწყობით წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში გაიმართა. შეჯიბრში ქ. ბათუმის ოცდაექვსი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. საუკეთესოდ N9 საჯარო სკოლის გუნდი „მამულიშვილნი“ დასახელდა, მეორე ადგილი N1 საჯარო სკოლის გუნდმა „მონა-სპა I”-მა მოიპოვა, ხოლო მესამე - N15 საჯარო სკოლის გუნდს „ვალქერნს“ ერგო. ღონისძიება მესამედ გაიმართა და მიზანად ისახავდა საქართველოს ისტორიისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოპულარიზაციას. ინტელექტუალური შეჯიბრის გამარჯვებულ გუნდებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, ხოლო მონაწილე გუნდებს - სერტიფიკატები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა