აღნიშნული სემინარი ეძღვნება სოფლის მეურნეობას, რომელიც აგროსექტორს განიხილავს არა მხოლოდ ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად, არამედ როგორც ეკონომიკური განვითარების ფაქტორს საქართველოში, ვინაიდან აგროსექტორის განვითარება პირდაპირ კავშირშია სურსათის უსაფრთხოებასთან, მოსახლეობის დასაქმებასთან და რეგიონული განვითარების პროცესებთან.
სემინარში წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი ფუნქციები და განხილულია შესასწავლი საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლის მეურნეობის როლის დახასიათებას მაკროეკონომიკურ მოვლენებში, დასაქმებასა და სიღარიბის დაძლევაში, ეკონომიკურ სტაბილურობასა და განვითარებაში, აქვე გაანალიზებულია საქართველოში აგროსექტორში მიმდინარე მდგომარეობა.
ემპირული კვლევისას წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, სოფლის მეურნეობის მთლიანი წარმოება (მ.შ. ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების), ფართობების ჩვენებით, ასევე გაანალიზებულია მეცხოველეობის განვითარების მაჩვენებლები. კვლევები ჩატარებულია სათანადო არგუმენტირებით, ცხრილებით, დიაგრამებით და აშ.
ნაშრომში ასევე განხილულია აგრარული სექტორის განვითარების ძირითადი გამოწვევები, მათ შორის მიწების ფრაგმენტაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების არასაკმარისი გამოყენება, კლიმატური რისკები და ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა. შემუშავებულია პრობლემის დაძლევის გზები, დარგის შემდგომი განვითარების პროგნოზები და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები. კვლევის პროცესში ჩამოყალიბებულია ჰიპოთეზები.
დასკვნით ნაწილში ავტორი ასაბუთებს, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოს შემთხვევაშიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლად ცხოვრობს და მათი ეკონომიკური კეთილდღეობა დიდწილად დამოკიდებულია აგროსექტორის მდგომარეობაზე. კვლევა მნიშვნელოვანია თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით, არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების, კლიმატური ცვლილებებისა და მიზნობრივი ბაზრების კვლევების პროცესში და რაც კიდევ უფრო წარმოაჩენს სოფლის მეურნეობის როლს გლობალიზაციისა და ეკონომიკური განვითარების კონტექსტში.
| უკან |
