სემინარის თემა: „ შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდის გამოყენება კლინიკური გენეტიკის სწავლებაში“
სემინარის მიზანი: სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენების და მათი დანერგვის პრაქტუკული შედეგების გაზიარება სასწავლო პროცესშის განხორციელებაში ჩართული აკადემიური პესონალისთვის. სემინარი მომზადებულია სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ გავლილი ტრენინგების და მათი პრაქტიკაში გამოყენების საფუძველზე.
მოკლე ანოტაცია:
შებრუნებული საკლასო ოთახი არის თანამედროვე სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო მეთოდი, რომლის დროსაც თეორიული მასალის გაცნობა აუდიტორიის გარეთ, წინასწარ მიცემული რესურსების საშუალებით ხდება, ხოლო საკლასო დრო ეთმობა აქტიურ სწავლებას, კლინიკური შემთხვევების განხილვას, დისკუსიას და პრობლემების გადაჭრას. კლინიკური გენეტიკის სწავლებისას აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან სტუდენტებს ეძლევა შესაძლებლობა წინასწარ შეისწავლონ გენეტიკური მექანიზმები, მემკვიდრეობის ტიპები და დიაგნოსტიკური მეთოდები, ხოლო აუდიტორიაში მიღებული ცოდნა გამოიყენონ მოდელირებულ კლინიკურ სიტუაციებზე.
მეთოდის პრაქტიკული ღირებულება გამოიხატება კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში, რაც აუცილებელია მომავალი ექიმებისთვის. გარდა ამისა, შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდი ზრდის სტუდენტთა ჩართულობასა და პასუხისმგებლობას საკუთარი სწავლის პროცესის მიმართ. კლინიკური გენეტიკის სწრაფი განვითარებისა და პერსონალიზებული მედიცინის მზარდი მნიშვნელობის პირობებში, აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვან პერსპექტივას ქმნის როგორც ცოდნის ეფექტური ათვისების, ისე მომავალ პრაქტიკულ საქმიანობაში მისი წარმატებული გამოყენებისთვის. აღნიშნული მეთოდი ლექციას ინტერაქტიულს, აქტიურს, მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის სტუდენტებითვსის.
| უკან |
