მადონა მიქელაძე
ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი
მაია ტაკიძე
ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი
პროფესიული იდენტობის ტრანსფორმაცია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
რეზიუმე
პროფესიულ განათლებაში ხელოვნური ინტელექტის (AI) სწრაფი დანერგვა ხშირად განიხილება როგორც ტექნოლოგიური სიახლე, რომელიც ამარტივებს სასწავლო პროცესის დაგეგმვას, წარმართვასა და შეფასებას. თუმცა ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება ავტომატურად არ ნიშნავს პროფესიული განათლების მასწავლებლის როლის ან პროფესიული იდენტობის ცვლილებას. პრაქტიკაში მასწავლებლები ციფრულ რეალობას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ და აფასებენ.
წინამდებარე კვლევის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა პასუხის გაცემა შემდეგ კითხვებზე: როგორ აღიქვამენ პროფესიული განათლების მასწავლებლები ხელოვნური ინტელექტის გავლენას საკუთარ პედაგოგიურ საქმიანობაზე და რა საჭიროებები წარმოეშობათ ამ ცვლილებებთან გასამკლავებლად? სად გადის ზღვარი ტექნოლოგიურ სიახლეებსა და მათ პროფესიულ იდენტობას შორის?
კვლევამ აჩვენა, რომ პროფესიული განათლების მასწავლებლები ხელოვნურ ინტელექტს აღიქვამენ არა როგორც საფრთხეს, არამედ როგორც დამხმარე საშუალებას. მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა კვლავ ენიჭება ადამიანურ ურთიერთობას, სტუდენტთა მხარდაჭერასა და საკუთარ პროფესიულ ინტუიციას. კვლევამ ასევე ცხადყო, რომ ხელოვნური ინტელექტის წარმატებული ინტეგრაცია მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებაზე არ არის დამოკიდებული. პროფესიული განათლების მასწავლებლებს ესაჭიროებათ სისტემური, მათ პროფესიულ როლზე მორგებული მხარდაჭერა.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ნაშრომში წარმოდგენილია პრაქტიკული მოდელი, რომელიც მასწავლებლებს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში დახმარების გაწევას ემსახურება. ეს მოდელი ეფუძნება სამ ძირითად საყრდენს: AI-წიგნიერებას, პროფესიული იდენტობის შენარჩუნებას და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი; პროფესიული განათლება; მასწავლებლის იდენტობა; პროფესიული განვითარება.
| უკან |
