სატრანზიტო მძიმე ნავთობის და ნავთობპროდუქტის თერმო-რეაგენტური დამუშავება, დენადობის სიჩქარის გაზრდის მიზნით ნავთობტერმინალის პირობებში.
Thermoreagent processing of heavy oil and petroleum products to improve fluidity in oil terminal conditions.
მძიმე ნავთობის და ნავთობპროდუქტის გადაზიდვის დროს მნიშვნელოვან პრობლემას რეზერვუარსა და მილსადენებში პროდუქტის დენადობის სიჩქარის შემცირება წარმოადგენს. რაც იწვევს მილსადენის გამტარიანობის შემცირებას, გაჭექვას და საწარმოო პროცესის შეჩერებას.
ნავთობის და ნავთობპროდუქტის სიბლანტის შემცირების და დენადობის გაზრდის მიზნით, შემოთავაზებულია სატრანზიტო მძიმე პროდუქტისათვის თერმო-სტაბილური პირობების შექმნა, შესაბამისი თბური რეაგენტების გამოყენებით. ლაბორატორიული ცდების შედეგად გამოკვლეულია დამოკიდებულება ნავთობის ფიზიკურ პარამეტრების ცვლილებასა და დენადობის სიჩქარის ცვლილებას შორის. შერჩეულია ნავთობის და ნავთობპროდუქტის დენადობის სიჩქარის გაზრდის ოპტიმალური რეჟიმი და დადგენილია ტექნოლოგიური პარამეტრების ზღვრული მნიშვნელობები.
| უკან |
