ზეინაბ გვარიშვილი, ბსუ-ს ჰიმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
ჟუჟუნა გუმბარიძე, ბსუ-ს ჰიმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
“წყლის” უარყოფითი ფრაზეოლოგია ქართულსა და ინგლისურ ენებში: კოგნიტურ-შედარებითი კვლევა
წყალი, როგორც მეტაფორული და ფრაზეოლოგიური გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ტიპოლოგიურად გავრცელებული წყარო დომენი, ფართოდ არის წარმოდგენილი მსოფლიოს ენებსა და კულტურებში. წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს ქართულ და ინგლისურ ენებში უარყოფითი შეფასებითი სემანტიკის მქონე ფრაზეოლოგიური ერთეულების თვისებრივ, კოგნიტურ-შედარებით ანალიზს. მთავარ ამოცანად დასახულია კულტურულად განპირობებულ მეტაფორულ სისტემებში ფიგურალური კონცეპტუალიზაციის ასიმეტრიების დადგენა და ახსნა. გამოყენებული კორპუსი მიზანმიმართულად შემოიფარგლება მხოლოდ იმ ფრაზეოლოგიური ერთეულებით, რომელთა შემადგენლობაში ექსპლიციტურად არის წარმოდგენილი ბირთვული სემა "წყალი" (გამოირიცხა: თანაჰიპონიმური ლექსიკა (მდინარე, ზღვა, ტბა, წყარო, ნაკადი და მისთ.) და რომლებიც ექსკლუზიურად კოდირებენ ნეგატიურ შეფასებით სემანტიკას. აღნიშნული მეთოდოლოგიური პრინციპი უზრუნველყოფს ანალიტიკურად კონტროლირებულ, ტიპოლოგიურად შედარებად კორპუსს, რომელიც იძლევა კულტურულად განპირობებული მეტაფორული სისტემებისათვის დამახასიათებელი ენათაშორისი ასიმეტრიების სისტემური შესწავლის საფუძველს.
| უკან |
