თემა: ანთიმოზ ივერიელის ხსოვნის უკვდავსაყოფად ჩატარებული ღონისძიებები საქართველოში
ნაშრომში გამოყენებულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა თბილისში გამართულ ანთიმოზ ივერიელისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელშიც აღნიშნულია ანთიმოზის დიდი ღვაწლი და მის მიერ საკუთარი განაჩენის გახმოვანება. ავტორთა კოლექტივის მიერ კრებულში მისი სიცოცხლის ბოლო წუთების აღწერა (ი. ბრაჭული ა. ზაქარიაძე, ვ. რამიშვილი, ა. ქშუტაშვილი, დ. ჯალაღონია, ანთიმოზ ივერიელი - ქართულ ევროპული დიალოგი, თბ., 2016: 8).
აღნიშნულია ანთიმოზ ივერიელის უზარმაზარი მემკვიდრეობის ღვთის მეტყველების, ეკლესიის ისტორიის რიტორიკის, ფილოსოფიის, დიპლომატიისა, საეკლესიო და საერო სამართლის და სხვა დარგების შესახებ, ორიგინალური და თარგმნილი ტექსტები, საგამომცემლო საქმიანობა ბერძნულ, სლავურ, რუმინულ, ქართულ, არაბულ ენებზე.
მასში გამოყოფილია ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის შესწავლის სამი ეტაპი, რომლის მესამე ეტაპის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს 2008 წელი, როდესაც თბილისის ივ. ჯავახიშვილის ინსტიტუტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ქართულ-ევროპული დიალოგი“. ხოლო 2013 წელი საქართველოში ანთიმოზ ივერიელის ხელახლა დაბადების თარიღია, რადგან ამ წლიდან დაიწყო აქ დიდი სამეცნიერო პროექტის განხორციელება და ქართულად ამეტყველდა ანთიმოზ ივერიელის დიდებული ქმნილებები... მანვე უდიდესი წვლილი შეიტანა რუმინული საეკლესიო და სალიტერატურო ენის განვითარებაში. მისი წარმატებული მოღვაწეობა გახდა გარანტი იმისა, რომ იგი ჯერ რიმნიკის (1705 წ.), შემდეგ კი ვლახეთის მიტროპოლიტად (1708 წ.) აკურთხეს. 1716 წელს მას საეკლესიო ღირსებანი უკანონოდ აჰყარეს და გადასახლებაში მიმავალი თურქმა ასკერებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. 1992 წლის სექტემბერში რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა, იგი წმინდანად შერაცხა ქართულმა ეკლესიამაც და მისი ხსენების დღედ დააწესა 26 ივნისი.
რაგბიში დაწესდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი, რისთვისაც ერთმანეთს ყოველ წელიწადს ეპაექრებიან ქართველი და რუმინელი მორაგბეები.
საქართველოსა და რუმინეთში ხშირად იმართება ანთიმოზ ივერიელისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციები. 2016 წლის 7 ივნისს თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ანთიმოზ ივერიელი და ევროპული განმანათლებლობა: „ტექსტები და კონტექსტები“, რომელსაც ამშვენებდა მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები.
ჩვენ მხარს ვუჭერთ მოსაზრებას, რომ ანთიმოზ ივერიელი იერუსალიმის პატრიარქის კარზე მოხვდა 25 წლის, როდესაც ის წარმოადგენდა სრულიად ჩამოყალიბებულ პიროვნებას გარკვეული ინტელექტუალური ვინაობით. იგი ყველგან ხაზს უსვამდა თავის ქართულ წარმოშობას.
როგორც პოლიტიკური მოღვაწე ანთიმოზ ივერიელი იბრძოდა რუმინეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის, რამაც ის დააპირისპირა პრო-ოსმალურ მთავარ ნიკოლო მავროკორდატთან, რასაც მისი ღირსების აყრა და ექსორია მოყვა.
ანთიმოზ ივერიელის შემოქმედება და მოღვაწეობა ძალზე მნიშვნელოვანია ქართული სასულიერო აზროვნების განვითარებისათვის. მან მოახერხა აღედგინა ქართული რელიგიური აზროვნების ევროპულ თეოლოგიურ აზროვნებასთან საღვთისმეტყველო-კულტურული დიალოგის ხელახლა გახსნა.... - ამიტომ ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი ნაშრომების ქართულად თარგმანს და მასზე დაწერილი ჩვენთვის უცნობი ისტორიული მასალის გამოქვეყნებას.
| უკან |
