განხილულია ზოგიერთი მაგნიტური ნაერთების მაგნიტური თვისებების ექსპერიმენტული კვლევების შედეგები და შესაბამისი თეორიული ანალიზი კონცენტრაციებისა და ტემპერატურის ფართო დიაპაზონში. როგორც აღმოჩნდა, ამ სისტემების მაგნიტური თვისებებისათვის არ არის დამახასიათებელი ფერომაგნიტური მოწესრიგებულობა. გაზომვები და გამოთვლები გვიჩვენებენ, რომ განხილული სისტემები შეიცავს ნაერთებს, რომელთა მაგნიტური ამთვისებლობა წრფივად არ არის დამოკიდებული ტემპერატურაზე და გააჩნია მაქსიმუმი მახასიათებელ ტემპერატურაზე. გარდა ამისა, შესწავლილი კონცენტრაციის ამ ნაერთებში, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ტემპერატურებისას გააჩნიათ მაგნიტური ამთვისებლობის მაქსიმუმი, არ დაიკვირვება მაგნიტომოცულობით ეფექტი. ამ ინტერვალის გარე ნაერთებისათვის მაგნიტური ამთვისებლობა მცირედი იცვლება ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად. შესწავლი სისტემის ზოგიერთი ნაერთების დამაგნიტებულობის მრუდები არაწრფივია, ხოლო ძლიერ მაგნიტური ველების შემთხვევში მიისწრაფვის ნაჯერობისაკენ. დაბალ ტემპერატურებისას დამაგნიტებულობის პროცესი ჰისტერეზისით მიმდინარეობს, ხოლო სხვა ნაერთების დამაგნიტებულება წრფივად იცვლება მაგნიტურ ველთან ერთად. ასევე შესწავლილია fd გაცვლითი ურთიერთქმედების ველის გავლენა CoMn სისტემის მდგომარეობაზე სხვადასხვა კონკრეტულ ნაერთებში. ნაჩვენებია, რომ dქვესისტემის მაგნიტური მომენტი მონოტონურად იზრდება გადოლინიუმის შემცველობის ზრდასთან ერთად, რაც დაკავშირებულია fქვესისტემის მხრივ ამ ნაერთების dქვესისტემაზე მოქმედი შინაგანი მოლეკულური ველის ზრდასთან.
| უკან |
