მსოფლიოს არასოდეს დაავიწყდება ის საშინელება, რაც 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა კატასტროფამ მოუტანა. ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა 650 000 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 2000-ზე მეტი საქართველოდან.
მძიმე ეკოლოგიური შედეგების, გამო ზოგიერთმა ქვეყანამ (ბელგია, გერმანია) დახურა ბირთვული ენერგეტიკის პროგრამა, ზოგიერთმა - შეაჩერა, წამყვანმა ქვეყნებმა (აშშ, ჩინეთი, რუსეთი) ბირთვული ენერგეტიკის ახალ ტექნოლოგიაზე (თორიუმის რეაქტორებზე) დაიწყეს ფიქრი. უსაფრთხო რეაქტორების შექმნა ბირთვულ ენერგეტიკას გლობალურ დათბობასთან მიმართებაში უალტერნატივოს გახდის. ამერიკელები აცხადებენ, რომ უფრო უსაფრთხო ბირთვულ საწვავზე გადასვლა რადიოაქტიურ ნარჩენებს 80%-ით შეამცირებს. თუ შევადარებთ ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურს, რომელსაც 1 გვტ კვ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის წლის განმავლობაში სჭირდება 3 მილიონი ტონა ქვანახშირი, რომელიც ატმოსფეროში გამოყოფს 165 ათას ტონა სხვადასხვა ნარჩენს, მათ შორის ნახშირბადის, გოგირდის, აზოტის ოქსიდებს (Co 2, So2, N 2 O, No), ასევე 210 Po, 226 Ra, 40 K და სხვა ბუნებრივ რადიონუკლიდს, მაშინ ბირთვული ელექტროსადგურების უპირატესობა ცხადი გახდება.
აღნიშნული სამეცნიერო სემინარი: „ჩერნობილის გლობალური რადიაციულ-ტექნოგენური კატასტროფა („ატომური ენერგეტიკისა და ბირთვული იარაღის მფლობელი წამყვანი ქვეყნები მსოფლიოში“), ეძღვნება ჩერნობილის კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, მე-40 წელს:
2016 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 26 აპრილი ჩერნობილის კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
| უკან |
