სემინარები

2025 წლის 22 დეკემბერს, 12 საათზე ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მაია ჭიჭილეიშვილი ჩაატარებს სემინარს თემაზე „მხატვრულ-სტილისტური ტენდენციები XIX-XX საუკუნეების მიჯნის ბათუმის არქიტექტურაში (საკულტო ძეგლების მიხედვით)“ ჩატარების ადგილი: ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა.

XIX-XX მიჯნის ბათუმის არქიტექტურაში წარმოდგენილი სხვადასხვა რელიგიური მრწამსის სალოცავები ხასიათდება ტიპებისა და მხატვრული-სტილისტური გადაწყვეტის მრავალფეროვნებით. ნაგებობის კომპოზიციური გადაწყვეტისა და სტილის თვალსაზრისით იკვეთება საკულტო შენობების  დიფერენცირების სურათი. მაგალითად, კათოლიკური სალოცავებისათვის, ძირითადად, შერჩეულია უგუმბათო ეკლესიის ტიპი, მართლმადიდებლურ სალოცავებში გამოხატულია გუმბათოვანი თემის უპირატესობა. ტაძრების კომპოზიციურ აგებაში სახასიათო ნიშანია შვერილი აფსიდების მოტივი და დასავლეთის სამრეკლო კარიბჭითურთ. მუსლიმანური და ებრაული სალოცავები გამოხატავენ სალოცავის სპეციფიკურ, ფუნქციურად განპირობებულ თავისებურებებს. შეიძლება აღვნიშნოთ, რომ სარწმუნოებრივი ორიენტაციის შესაბამისად იცვლება სალოცავების მხატვრული სახე: ქრისტიანული სალოცავები ავლენს ბიზანტიური, რუსული, სომხური და ქართული ნიმუშების სტილისტურ თავისებურებებს, მეჩეთების არქიტექტურა ამჟღავნებს ქართული და აღმოსავლური ტრადიციების ერთგვარ სინთეზს, აღმოსავლურ-გოთური ელემენტების ეკლექტურ ნაზავს წარმოადგენს სინაგოგის არქიტექტურა. საკულტო ნიმუშების სტილისტური სურათიც, შესაბამისად, მრავალგვარია და წარმოაჩენს როგორც ეკლექტიზმისა და სხვადასხვა მხატვრული სტილისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, ასევე, XIX-XX სს-ის არქიტექტურაში სუსტად გამოვლენილ ეროვნულ ტრადიციებს.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა